ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის დაჯილდოვდა
21-07-2022

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის ხუთი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ლუკავა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს. 

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, წალენჯიხის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათ შორის ობუჯის პირველი საჯარო სკოლის ხუთ მოსწავლეს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ კომპიუტერები. გილოცავთ და მომავალ, ღირსეულ წარმატებებს გისურვებთ!“,- აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203