ვაჩიანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
21-07-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ლაურა ადოიანი, სუზანა თოროსიანი, სვეტა ზაქარიანი და ნარგიზ აზატიანი პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.