
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლირა ღურწკაიამ საზეიმო ვითარებაში გადასცა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ქალბატონ ლირა ღურწკაიამ, საზეიმო ვითარებაში გადასცა წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პროგრამა -„ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ცხრაწლიანი შრომის შედეგად მოპოვებული კომპიუტერი.
გილოცავთ მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო ამ წარმატებას! გიმრავლოთ უფალმა ასეთი ლამაზი დღეები! წინსვლა და წარმატება იყოს ბავშვებო თქვენი მეგზური! გვეიმედებით!“,- აღნიშნულის სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: