
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - თეკლე ფიფია, მედეა შელია, ლევან არდიას და გიორგი შელია პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ დაგვიანებულ ჯილდოს ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს: თეკლე ფიფიას, მედეა შელიას, ლევან არდიასა და გიორგი შელიას. მუდამ წარმატებები გქონოდეთ ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: