„ექვთიმე ღვთისკაცი“ - მაკვანეთის საჯარო სკოლის პედაგოგ რუსუდან ია ქორიძის შთამბეჭდავი სოციალური პროექტი
21-07-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, შემეცნებით და ამავდროულად, მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, სოციალური პროექტი - „ექვთიმე ღვთისკაცი“, რომელიც მე-11 კლასში, ისტორიაში, პედაგოგმა, რუსუდან ია ქორიძემ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები  ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ- მუზეუმს ეწვივნენ.

პროექტის მიზანი გახლდათ, მოსწავლეებს დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და უდიდესი ამაგის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაეგოთ.

აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203