
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მარიამ გოგილავა, დათო კუცია, ზახარა გოგოხია პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ ამ დამსახურებულ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: