ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვების“ პირველკლასელების ინტეგრირებული გაკვეთილი ლისის ტბაზე
21-07-2022
ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვების“ პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში მუდამ საინტერესო, შემეცნებით და ამავდროულად, მრავალფეროვან გარემოს სთავაზობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია პირველი კლასებისთვის ლისის ტბაზე ჩატარებული ხელოვნებისა და ტყის პედაგოგიკის ინტეგრირებული გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა - „მცენარე და მისი ნაწილები, ჰერბარიუმის დამზადება“ გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელების პედაგოგები: ნათია ბოკუჩავა, ნია შამუგია და თეონა ფარცხალაძე არიან.