მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ირაკლი ჯოლოხავასა და გიგი ჭანიას პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
21-07-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ირაკლი ჯოლოხავა და გიგი ჭანია პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სკოლაში კუთვნილი ჯილდო საზეიმოდ გადასცეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203