ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა
21-07-2022
ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში ტრადიციულად საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული კონფერენციისათვის მომზადება იყო.
„4 კათედრის წარმომადგენელმა 6-მა მასწავლებელმა შემოგვთავაზა ნაფიქრ-ნააზრევი. დირექციამ მწვანე შუქი აუნთო და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - გვიყვებიან სკოლაში.