მუჟავას თემის საჯარო სკოლის ოთხ მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
21-07-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას თემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - საბა გაბელია, საბა შონია, გოგა ჭითანავა და ლევან არქანია პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.