ახალციხის N5 სკოლის მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
21-07-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლის IVდ კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებითა და საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს, თეა გვირჯიშვილს ემოციურად დაემშვიდობნენ და გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგს ოთხი წლის აღსანიშნავად, საამაყო აღსაზრდელებმა მადლობის სიგელი გადასცეს და მისდამი დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
პედაგოგმა კი თავის მხრივ მეოთხეკლასელებს წარმატებები უსურვა და მოსწავლეებს ემოციური წერილი მიუძღვნა:
„მიილია სიხარულითა და სიყვარულით აღსავსე ოთხი წელი... დიახ, ოთხი წელი გაზიარებდით ცხოვრების ანბანს. ეს წლები თქვენი დაფრთიანების და აღმავლობის პერიოდი იყო, ერთად გატარებული საუკეთესო დრო.
მუდამ სიყვარულითა და სითბოთი გავიხსენებ ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდს. მიყვარხართ“, - ვკითხულობთ თეა გვირჯიშვილის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს