ონოღიას საჯარო სკოლა ქეთევან წირქვაძემ და მარიამ წირქვაძემ წარჩინებით დაამთავრეს - კურსდამთავრებულები მედლის კანდიდატები არიან
21-07-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სკოლას წელს ჰყავს ორი მედლის კანდიდატი მოსწავლე - ქეთევან წირქვაძე (ოქროსმედალოსანი) და მარიამ წირქვაძე (ვერცლისმედალოსანი). 

სკოლაში წარჩინებული კურსდამთავრებულებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203