ჩიხის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
21-07-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რისი დასტურიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტებია.

მათ შორის აღსანიშნავია სკოლაში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“.

პროექტის ფარგლებში V-X კლასებში კვირეული - „ცხოვრება მშვენიერია“ ჩატარდა. კვირეულის დროს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა.

კვირეულის ხელმძღვანელები კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ირმა ჭიღლაძე და ნათელა ხომასურიძე გახლდათ.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203