იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მასწავლებელი ნათია ბრეგაძე საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაში მონაწილეობდა
21-07-2022

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორ-მასწავლებელი ნათია ბრეგაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეათე საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაში მონაწილეობდა.

აღნიშნული კონფერენცია „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“, უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

ნათია ბრეგაძე მოხსენებით - „როგორ მოვამზადოთ ბავშვები კითხვის შესასწავლად“, წარსდგა. ის კონფერენციაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

ჩვენი სკოლის პედაგოგის მოხსენება ეხებოდა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ძალიან აქტუალურია დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ ნათია ბრეგაძე მუდმივად ცდილობს გამოეხმაუროს აკაკი წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ კონფერენციებს. მის მიერ წარმოდგენილი მოხსენებები ყოველთვის ეხება იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც სასკოლო სივრცეში საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვასა და იქ არსებულ აქტუალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
მადლობა ნათია მასწავლებელს დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ახორციელებს როგორც ჩვენს სკოლაში, ასევე სკოლის გარეთაც, სადაც მრავალჯერ წარმატებით გაიტანა იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის სახელი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203