დიდი დმანისის სკოლაში გელა მარტიაშვილის წარმატებით ამაყობენ-მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში მონაწილეობდა
21-07-2022
20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 

LIVE კონკურსში 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ „ეტალონი“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გელა მარტიაშვილი მონაწილეობდა.

წარმატებული მოსწავლე „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გახლავთ და მისთვის შემაჯამებელ კონკურსში მონაწილეობა მეტად საამაყოა.

„დმანისის ეტალონი მოსწავლე“ , რომელიც სკოლაში სანიმუშო სწავლით გამორჩეულია შემაჯამებელ დისტანციურ კონკურსში დიდი მონდომებით ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ გელა კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან ჩაერთო; „დმანისის ეტალონ მოსწავლეს“ რესურსცენტრის წარმომადგენლები და თანასკოლელები გულშემატკივრობდნენ.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203