შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ და ლინდა სიხარულიძეები წერილის წერის კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
21-07-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ სიხარულიძე და ლინდა სიხარულიძე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსი საქართველოს ფოსტის ორგანიზებით ჩატარდა თემა კი - „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით“ გახლდათ. ორივე მოსწავლეს ჯილდოდ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროს რჩეული მარიამ სიხარულიძე გახდა.