
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
სკოლაში მათი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.
სპორტულ წარმატებას მიაღწია მოსწავლე დავით სამსონიამ. ის ძიუდოში რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული გახდა. დავითმა ღირსეულად იასპარეზა და შედეგიც შესაბამისი იყო.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ.
„ვულოცავთ დავითს ჩემპიონობას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობებზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.