
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი - „მწვანე ხელები“. ეკოკლუბელები ბუნებაზე ზრუნავენ. აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი აქტიურად არის ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომლის ფარგლებში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა.
დღეს კი სკოლაში „მწვანე ხელების“ კონკურსის ფინალში გადასვლას ზეიმობენ.
„მწვანე ხელები„ კვლავ „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალში გადავიდა. გვიხარია, ჩვენი მოსწავლეების მდგრადი წარმატება“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: