ხუნწის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - გიორგი სხულუხია და თაკო ძიძიგური პორტაბელური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
21-07-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - გიორგი სხულუხია და თაკო ძიძიგური პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„მადლობა ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემისთვის. ბავშვებს კი ბევრი წარმატება, კიდევ ბევრჯერ ეამაყებინოთ სკოლა“,-აღნიშნულია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203