ხონის N2 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლა საზოგადოებას კიდევ ერთ მისაბაძ მოსწავლეს, ნინი ჩხენკელს აცნობს, რომელიც ხონის ახალგაზრდული იდეის ფინანსური მენეჯერი გახლავთ.
მოსწავლე ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. ინგლისურად შეავსო აპლიკაცია და გაიარა გასაუბრება, რის შედეგადაც 17 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდა.
წარმატებული მოსწავლე სარაევოში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაემგზავრა.
ამჟამად ნინი, თანატოლებთან ერთად ლიდერობის კონფერენციას ესწრება.
„ნინი, ჩვენ ვამაყობთ შენით...“, - ვკითხულობთ სკოლის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს