ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
20-07-2022

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დასაჩუქრდნენ შემდეგი მოსწავლეები:

ნადეჟდა მოსოიანი, ელენა გოროიანი, სუსანნა გოროიანი, სუსანნა ნაზარეტიანი, არმენუი დარბინიანი, მჰერ არზუმანიანი, სოს ბდოიანი და მასის ფუთულიანი (2020-2021 სასწავლო წელი). 

ანი პოდოღლიანი, ციალა ნრანიანი, არმან ნრანიანი, მარტინ ნრანიან, არმენ სააკიანი, მაქსიმ მღდესიანი, ჟორა ბდოიანი და ხაჩატურ პუთულიანი (2019-2020 სასწავლო წელი).

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203