ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს
20-07-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადაში „ევერესტში“ აქტიურად ჩაერთნენ და სერტიფიკატები დაიმსახურეს. ბავშვები „ევერესტის“ ოქროს ტურის წარმატებული მოსწავლეები არიან.
წარმატებულ მოსწავლეებს „ევერესტის“ დამფუძნებელი დაჩი ნანობაშვილი შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგს, ირმა სკამკოჩაშვილს მოსწავლეების ოლიმპიადაში ჩართულობისთვის მადლობის ფურცელი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს