ნინოწმინდის N1 სკოლის მოსწავლე კიმა ნორსოიანი კარატეს ღია ტურნირიდან სამი მედლით დაბრუნდა
20-07-2022

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე კიმა ნორსოიანმა კარატეს ღია ტურნირში წარმატება მოიპოვა. 

ტურნირი 16-17 ივლისს ბათუმში ჩატარდა. მასში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრებები კატაში, კუმიტეში და პარაკარატეში გაიმართა კადეტებში, იუნიორებსა და უფროსებში. შეჯიბრის მონაწილეებმა იასპარეზეს სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში.

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე კიმა ნორსოიანი 3 კატეგორიაში მონაწილეობდა.

პირველი კატეგორია გახლდათ 16-17 წლის „კატა", მეორე კატეგორია ამავე ასაკობრივი კატეგორიის „კუმიტე" და მესამე 18 წელზე უფროსი ასაკის „კატა“.

„კატას“ ორ სექციაში კიმამ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „კუმიტეში“- მეორე. სპორტსმენი სამი მედლით (2 ოქროს და 1 ვერცხლის) დაბრუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203