ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დეზინფორმაციის შესახებ საინტერესო შეხვედრა გაიმართა
20-07-2022
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებს, პროგრამის - „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!“ ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედიაწიგნიერების გუნდი შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ფაქტების გადამოწმების, ვიზუალური მანიპულაციების ამოცნობისა და პირველწყაროს მოძიებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და პროგრამების გაცნობა გახლდათ.