საღამოს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ტიგრან ნალბანდიანი კომპიუტერით დასაჩუქრდა
20-07-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ტიგრანი ნალბანდიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.