საინტერესო, შემოქმედებითი და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი ოზურგეთის N1 სკოლაში
20-07-2022
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. სასწავლო წლის განმავლობაში ამ მხრივ არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა ჩატარდა.
სკოლაში მათ შორის, ლიდერობის კომპონენტის პროექტი - „კულტურული მრავალფეროვნება“ განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და ავტორიზაციის პროცესისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებმა ასევე, სურვილი გამოთქვეს კოლეგებისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ და მასწავლებელთა კონფერენციაში ჩართულიყვნენ.
„საინტერესო, შემოქმედებითი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებით დატვირთული წელი. მადლობა თითოეულ პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელს, ყველა მონაწილეს. წინ კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესო წლები გველოდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს