ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები რაიონულ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
20-07-2022

რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში არიან ჩართულნი.

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ წლის შემაჯამებელ რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ და კოლეგებს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები:

  • მათემატიკა - ინგა მაღლაკელიძე;
  • ინტეგრირებული კომპლექსური დავალება STEAM მიმართულების საგნებში (მათემატიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება) - ნინო ჭიპაშვილი;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - ნინო თაბუკაშვილი; ქართული ენა და ლიტერატურა - მანანა ბერაძე;
  • მე და საზოგადოება - თამარ კობახიძე;
  • გერმანული ენა - მაკა ქლიბაძე;
  • ფიზიკური აღზრდა - გვანცა ბაკაშვილი;

მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ნამუშევრები მონაწილე მასწავლებლებმა წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი მოწონება დაიმსახურა ხელოვნების გაკვეთილზე სხვადასხვა მასალაში და ტექნიკაში შესრულებულმა ნამუშევრებმა. IV კლასის მოსწავლე მარიამ მაღლაკელიძემ კი ადგილზე შეასრულა ნახატი. მისი მასწავლებელი ნინო თაბუკაშვილი გახლავთ.

ასევე ფიზიკის გაკვეთილებზე მოსწავლეთა შესრულებული ნამუშევრები კონფერენციაზე წარადგინა ფიზიკის მასწავლებელმა ხათუნა კვეტენაძემ.

სკოლაში პედაგოგებს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203