ტალერის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
20-07-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:

  1. მარიამ ბერიშვილი;
  2. თენგიზ ბერიშვილი;
  3. მარიამ ნაჭყებია;
  4. შოთიკო ბერულავა;
  5. დიანა ნაჭყებია;
  6. მარიამ თოდუა​;
  7. ნიკოლოზ თორდინავა;​
  8. თემურ ღურწკაია;
  9. საბა გაგუა;
  10. დიმა ჯოჯუა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203