ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერები გადაეცათ
20-07-2022

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის დაჯილდოვდნენ. 

13 წარჩინებულ მოსწავლეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„სიამაყით წარვადგენთ მე-10 კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს (13 წარჩინებული) და მათ დამრიგებელს ხათუნა ჩიტორელიძეს, რომელიც ყოველდღიურად თავდაუზოგავად იღვწის საკუთარი მოსწავლეების წარმატებისა და განვითარებისათვის. მადლობა, ასეთი ღვაწლისთვი️ს. გილოცავთ, ბავშვებო ამ ბედნიერ დღეს, მადლიერებას გამოვხატავთ კლასის ყველა პედაგოგის მიმართ“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203