ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში ფერადი და საინტერესო დღეები ზაფხულშიც გრძელდება
20-07-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

სკოლაში სპორტულ-გასართობი აქტივობები ზაფხულშიც გრძელდება. მოსწავლეები სკოლაში შეიკრიბნენ და ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. 

სკოლაში ბავშვებისთვის სპორტული დღესასწაულის მოწყობისთვის თენგიზ კაციასა და პაატა ჯალაღონიას მადლობას უხდიან. 

„ზაფხულშიც გრძელდება ფერადი და საინტერესო დღეები ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში. მოსწავლეები შეიკრიბნენ, იმხიარულეს, გაერთნენ და საჩუქრებიც მიიღეს. მადლობა, ბავშვებს, მადლობა, ბატონ თენგიზ კაციას სასიამოვნო სიურპრიზისთვის. მადლობა, პაატა ჯალაღონიას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203