ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიკო კვანტალიანმა და ზურიკო გრიგალავამ გარემოსდაცვითი სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულეს
20-07-2022
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში მუდამ დიდი ინტერესით ერთვებიან და მონაწილეობენ.

მათ შორის, სკოლის ორმა მოსწავლემ მარიკო კვანტალიანმა და ზურიკო გრიგალავამ „ეკოლიდერთა სკოლის“ სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულეს.

„ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეები ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიას ესტუმრნენ, სადაც არაერთ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში საინტერესო და უნიკალურ ექსპონატებს გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს ღვინის ჭურჭელი და ენოთეკა. 

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გარემოსდაცვით მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ და სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზების მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. 

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით მოსწავლეებისთვის გასვლითი ტური დიღმის ჭალებში, თბილისის ახალ ზოოპარკსა და და ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო.

ასევე, მოსწავლეები ნარჩენების გადამუშავების საკითხებს კერძოდ, პლასტმასის გადამუშავების პროცესს გაეცნენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203