ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
20-07-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ალექსანდრე სიჭინავა, იამზე სიჭინავა, ლუკა პაჭკორია, ანა და ლანა სახურიები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ალექსანდრე სიჭინავას, იამზე სიჭინავას, ლუკა პაჭკორიას, ანა და ლანა სახურიებს ვულოცავთ დამსახურებული ლეპტოპების გადაცემას. წარმატებები გვეიმედებით“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203