დაბა მანგლისის N1 სკოლის პედაგოგმა, თამარ სუთიძემ საგანმანათლებლო პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი წიგნები წარადგინა
20-07-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად საინტერესო პროექტებში მონაწილეობას კვლავ განაგრძობენ.

ამჯერად, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, განხორციელდა პროექტი „წიგნის მეგობარი“. 

შემაჯამებელ შეხვედრაში სკოლის პედაგოგი თამარ სუთიძე მონაწილეობდა, რომელმაც პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი ულამაზესი წიგნები წარადგინა.

პროექტის ხელმძღვანელები გიორგი გახელაძე და ირმა მალაციძე გახლდათ. პროექტი სკოლებში წიგნის მეგობრის კლუბის ჩამოყალიბებისა და მოსწავლეებში კითხვის კულტურის გაძლიერების ხელშეწყობისთვის ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებში კითხვის კულტურის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203