კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ფესტივალში მონაწილეობდნენ
20-07-2022
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები 5 ივლისს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მონაწილეობდნენ.
ფესტივალი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ ციყვების პარკში გაიმართა.
მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობებსა და „ვორქშოპებში“ მონაწილეობდნენ; განიხილეს და იმსჯელეს სამეწარმეო საქმიანობასა და ბიზნეს იდეებზე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორის, დალი გაბრიჭიძის და პედაგოგების მხარდაჭერით კიდევ ერთ პროექტს, სკოლის ბაზაზე „ინოვატორთა კლუბის“ შექმნას საფუძველი ჩაეყარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს