ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ
20-07-2022

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„დიდი დღეა ჩვენი სკოლის ცხოვრებაში. ჩვენი მოსწავლეები შეიკრიბნენ, რომ ერთმანეთს გაუზიარონ და სამახსოვრო გახადონ სკოლაში მათი წარმატებული სწავლა და მადლიერება გამოხატონ სახელწიფოს გვერდში დგომისა და მოტივირებისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს დასახული მიზნების განხორციელებაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203