ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპარლამენტის მოდელირებულ სხდომაში მონაწილეობდნენ
20-07-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას კვლავ განაგრძობენ.

სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) გამართულ ევროპარლამენტის მოდელირებულ სხდომაში მონაწილეობდნენ. მოდელირებული ევროპარლამენტის სხდომა 16 ივნისს გაიმართა.

პროექტში 22 სკოლა და 118 მოსწავლე იყო ჩართული. მოსწავლეთა უმრავლესობამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების აქტიური მხარდაჭერით მნიშვნელოვან ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203