ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი ექსკურსია იმერეთში
20-07-2022
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წელი მეტად პოზიტიურად დასრულდა და IX-X კლასის მოსწავლეები ექსკურსიით იმერეთში იმყოფებოდნენ.
„დიდი ხანია ლაღად არ გაგვინავარდებია, და აი, დადგა დროც და გვიხმო მშობლიურმა მხარემ, დედაბუნებამ. N3 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებმა ორგანიზებული ექსკურსია მოაწყვეს ულამაზეს იმერეთში, სადაც გალაკტიონის და ტიციანის აკვანი დაირწა, და სადაც ყველაფერი პოეზიით სუნთქავს... ეს მათი მშობლიური ჭყვიშია, მდინარე რიონის პირად, და კიდევ - „მეფის ჭალა“, ქართველ მეფეთა სანადირო ადგილები.
ვანის სახელმწიფო ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა, ნაქალაქევის ანტიკური ხანის ისტორიამ გაგვაოცა. მართლაც რომ „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი...“ და ბოლოს, სოფელ ამაღლების გოგირდის წყლები, ე.წ „გეიზერიც“ ვიხილეთ. ვისიამოვნეთ, ვითამაშეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. ახლა კი, არდადეგებისკენ ჰერი, ჰერიი! IX-X კლასის მოსწავლეები ნინო კეკელიძესთან და სოფიკო აბშილავასთან ერთად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს