ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს
20-07-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს აქტივობები მიუძღვნეს. მათ შორის, სკოლაში ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე, 1 ივნისი არ გამორჩენიათ.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის სპორტის მასწავლებლებმა - ფაცო კოხოძემ და ავთო ნარიაშვილმა V-VI კლასებს შორის სპორტული თამაშები გამართეს.
შეჯიბრებაში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისით მონაწილეობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს