მისაქციელის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
20-07-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით და საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს ემოციურად დაემშვიდობნენ და გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.
აღსანიშნავია, რომ მეოთხეკლასელების პედაგოგი მარინა ვაჭარაძე გახლავთ.
„რა ბედნიერებაა, ბავშვების თვალებში დანახული სიხარული... კიდევ ერთი ლამაზი საღამო გვაჩუქეს მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა.
წარმატებებს გისურვებთ ცოდნის ახალ საფეხურზე, სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეები გიმრავლოთ უფალმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს