
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით კლასში მხიარული, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მაყურებელს თოჯინების თეატრი „ჩიკოს სკოლა“ წარუდგინეს.
აქტივობის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასების მასწავლებლი ციალა კაპანაძე იყო.
„სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: