ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვების“ მოსწავლეები ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამით ვენაში იმყოფებოდნენ
20-07-2022
ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვების“ მოსწავლეები ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამით, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, პარტნიორ სკოლა „ბრუკენშულეში“ იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები მშობლიურ ქალაქსა და სკოლას, ახალი ინფორმაციით დატვირთულნი, დადებითი ემოციებითა და დიდი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ.
„მადლობა ჩვენს პარტნიორ სკოლას მასპინძლობისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის, ასევე ავსტრიის განათლების სამინისტროს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა „ფესვებში“ მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლა მოსწავლეებს საერთაშორისო დონის, ხარისხიან ცოდნას აძლევს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს