„ეს წინსვლისა და წარმატებული გზის დასაწყისია“ - მეორე სვირის N1 სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
20-07-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ტატო დიასამიძე, ნინო გოგოლაძე, ელენე წაქაძე და მარიამ კოხრეიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ, საამაყო მოსწავლეებს და ვიზიარებთ მათ სიხარულს. ეს წინსვლისა და წარმატებული გზის დასაწყისია“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203