შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლე ლევან ბერძენიშვილი წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
20-07-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელმა, ლევან ბერძენიშვილმა წერილის წერის საერთშორისო კონკურსში სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა.
ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში თემით - „მისწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით“ მონაწილეობდა.
„ვულოცავთ ლევანს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს