ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
19-07-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეებს: საბა აკობიას,ნინი ვეკუას,ნანა ფიფიას,სანდრო ბერიშვილს, მარიამ​ ძიგუას და ნათია ქარდავას პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. წარმატებული მოსწავლეების დამრიგებელი კი დარეჯან ქარდავა გახლდათ.

კომპიუტერებით ასევე შემდეგი მოსწავლეები:ნანა სამუშია, ლუკა როგავა, ანი ცხადაია, ნინი გოგოხია და ბექა მებონია დაჯილდოვდნენ. წარჩინებული მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი კი ინგა ანთიაა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203