
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, პედაგოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის მასწავლებლის, დიანა მოსეშვილის მონაწილეობა მუნიციპალურ კონფერენციაში.
ხონის მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენცია 2022-ზე გუბის საჯარო სკოლის წარმომადგენელი თემით - კომპლექსური დავალება - „დეტექტიური ნაწარმოების ჟანრის შეცვლა/დეტექტიური კომიქსის მომზადება“ წარდგა.
მისმა მოხსენებამ მსმენელთა ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„მადლობა დიანა მასწავლებელს საინტერესო მოხსენებისთვის და უამრავი წარმატება მას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: