„ჩვენ თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემო უნდა შევქმნათ“- ნელი დუდუქჩიანი, დამალის საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2022

ყველა მასწავლებელს და სკოლის ხელმძღვანელს უნდა, რომ თავისი მოსწავლეები წარმატებულნი იყვნენ და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. ამისთვის კი ძალასა და ენერგიას არ იშურებენ. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც შესაბამისი იყო.

დამალის საჯარო სკოლის დირექტორს, ნელი დუდუქჩიანს ვკითხეთ - რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმისთვის, რომ წარმატებული მოსწავლეები გაზარდოს? 

მისი თქმით, აუცილებელია, სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემო იყოს შექმნილი.

„იმისთვის, რომ მოსწავლემ წარმატებას მიაღწიოს, თავის საგანში ყველა მასწავლებელი კომპეტენტური უნდა იყოს. ჩვენ თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემო უნდა შევქმნათ. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობა ექნებათ. მოსწავლე არ უნდა ფიქრობდეს, რომ სწავლის პროცესში რაიმე ხელს შეუშლის და გაურთულდება. ყველა პედაგოგი ბავშვების ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ხელმძღვანელობდეს. აუცილებელია, მოსწავლეებს დადებითი განწყობა შევუქმნათ“,- ამბობს ნელი დუდუქჩიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203