ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
19-07-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მაგდა შეყრილაძე, მარიამ ლუტიძე, დავით ფოცხვერაშვილი, ქრისტინე ლუტიძე, ნინო ამირანაშვილი, ლიზი ნასრაძე​მარიამ ნასრაძე, ჯონი ბეღელაძე და ნინო საცერაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ ჩემო საყვარლებო, წინსვლა და წარმატებული მომავალი მინდა გისურვოთ. იმედი მაქვს თვენი სკოლა კიდევ ბევრჯერ იამაყებს თქვენით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203