დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
19-07-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ზურაბ ეჯიბაძე, საბა სვიანაძე, ომარი ქლიბაძე, დიანა მოდებაძე, ლიკა შაქარიშვილი, ანამარია ბუიღლიშვილი და რიტა შაქარიშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„დიდი სიხარულითა და სიამაყით წარმოგიდგენთ დილიკაურის საჯარო სკოლის 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს - ზურაბ ეჯიბაძეს, საბა სვიანაძეს, ომარი ქლიბაძეს, დიანა მოდებაძეს, ლიკა შაქარიშვილს, ანამარია ბუიღლიშვილსა და რიტა შაქარიშვილს, რომელთაც პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. მადლობა დამრიგებლებს, მადლობა თითოეული საგნის მასწავლებელს გაწეული შრომისთვის, მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203