როდინაულის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა
19-07-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„გილოცავთ ბავშვებო, წარმატებები კიდევ და კიდევ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203