კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლის, დავით ღიბრაძის წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში
19-07-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ღიბრაძემ გარემოსდაცვით კონკურსში წარმატება მოიპოვა. მოსწავლემ ნომინაციაში - „საუკეთესო მომავლის პოსტერი გარემოსდაცვით საკითხზე ჩემს ქალაქში/ჩემს სოფელში“ გაიმარჯვა.
დავით ღიბრაძე კომპანია „ჯორჯია მანგანეზის“ მიერ ორგანიზებულ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის“ მხარდაჭერით გამართულ კონკურსში მონაწილეობდა.
„ეს მაგარი ბიჭი არამხოლოდ ჩემი მოსწავლე, არამედ ჩემი დისშვილია და განსაკუთრებით მეამაყება. ვულოცავ დავითს, წინ მეტი გამარჯვებები! ესეც პირველი კომპიუტერი“, - ვკითხულობთ სკოლის პედაგოგის, მარი ფორჩხიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს